
"ყველამ ერთად ვიმუშაოთ მოსახლეობის 70%-ის აცრაზე ივნისში"
27/04/2022 09:46:36 საზოგადოება
ყველამ ერთად ვიმუშაოთ მოსახლეობის 70% აცრაზე ივნისში თუ არა წლის ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მოსახლეობა დაცული იყოს ახალი ტალღებისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ბავშვების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 11 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წელს შემოვა რისკ ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი:
"5- დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს. როდესაც შემოვა განისაზღვრება რისკ ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან".