მარიუპოლის მერის მრჩეველი: „აზოვსტალის” ქარხანაზე საჰაერო თავდასხმები არ წყდება, ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე კი ქუჩის ბრძოლა გრძელდება"
27/04/2022 09:43:13 მსოფლიო
საჰაერო თავდასხმები „აზოვსტალის“ ქარხანაზე არ წყდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ში წერს.
მისი თქმით, ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე გრძელდება ქუჩის ბრძოლა.
ამასთან, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ოთხშაბათს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობაზე შეთანხმება არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედროები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 500-მდე პირი. უკრაინის ხელისუფლება რუსულ მხარეს ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის უზრუნველყოფას სთხოვს.


