Accentnews.ge
კანადა უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გადასცემს

27/04/2022 09:39:10 მსოფლიო

კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა გაავრცელა.

"დღეს ვაცხადებთ, რომ კანადამ დაასრულა კონტრაქტი რვა ჯავშანმანქანაზე, რომლებიც Roshel-ის მიერაა ნაწარმოები და რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით მათ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გასულ კვირას კანადამ უკრაინის ძალებს მიაწოდა M777 ტიპის ჰაუბიცები, ასოცირებული საბრძოლო მასალა და "Carl Gustaf"-ის ტიპის იარაღი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S