
ბულგარეთის დელეგაცია კიევს ეწვევა სამხედრო დახმარებაზე აზრთა სხვადასხვაობის ფონზე
27/04/2022 09:27:35 ევროპა
მიმდინარე კვირაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი უხელმძღვანელებს დელეგაციას კიევში.
პეტკოვი, და მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან სამის წარმომადგენლები 27 აპრილს გაემგზავრებიან პოლონეთში, შემდეგ დღეს კი კიევში ჩავლენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
პეტკოვის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია კიევში ხალხის საჭიროებების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის კოალიციური მთავრობა ჩიხში შევიდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს პეტკოვი. მან თავის ყველა კოალიციურ პარტნიორს სთხოვა მასთან ერთად წარმომადგენლის გაგზავნა, რათა გადალახულ იქნეს პრორუსული სოციალისტური პარტიის წინააღმდეგობა დახმარების მიწოდების საკითხზე.სოციალისტებმა უარი განაცხადეს წარმომადგენლის გაგზავნაზე და დაიმუქრნენ, რომ იარაღის საკითხის გამო კოალიციას დატოვებენ.