Accentnews.ge
ხერსონში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბიეს

ხერსონში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბიეს

27/04/2022 09:20:48 ევროპა

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონში ფიზიკური ძალის და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს ოკუპაციის მოწინააღმდეგეთა მშვიდობიანი აქცია,– იტყობინებიან უკრაინული გამოცემები.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 71 წლის ქალი.

ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობდა. რუსმა სამხედროებმა მსგავსი აქციები გასულ კვირებშიც რამდენჯერმე დარბიეს.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უახლოეს ხანში რუსეთი აპირებს ხერსონში ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი კიდევ ერთი "სახალხო რესპუბლიკის" შესაქმნელად. ამ გეგმის არსებობას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც.

მანამდე რუსეთმა მსგავსი „რეფერენდუმები“ ჩაატარა ანექსირებულ ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S