
თეთრი სახლის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
20/09/2019 06:07:28 სხვა, მსოფლიო
ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
სააგენტო „როიტერს“-ის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია და ჯერ არც დანაშაულის მოტივი იცის.
ამჟამად მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ინციდენტის რაიონში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა.