Accentnews.ge
ჩინეთში ადამიანის H3N8 ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ადამიანის H3N8 ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

27/04/2022 08:47:28 მსოფლიო, საზოგადოება

ჩინეთში ფრინველის H3N8 გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, –იუწყება BNO News ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ინფიცირებულია ოთხი წლის ბავშვი, რომელიც ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში, ქალაქ ჟუმადიანში ცხოვრობს.

ინფიცირების სიმპტომები 5 აპრილს გამოვლინდა, ფრინველთან კონტაქტის შედეგად.

ბავშვი მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 10 აპრილს გადაიყვანეს.

ამასთან, მისი ყველა ნათესავი ჯანმრთელია.წინასწარი შეფასებით, H3N8 შტამს ჯერ არ აქვს ადამიანების ეფექტურად დაინფიცირების უნარი, ამიტომ მასშტაბური ეპიდემიის რისკი დაბალია.

აღნიშნული შტამი გვხვდება ფრინველებში, ძაღლებში და ცხენებში. აქამდე ოფიციალურად არ დაფიქსირებულა ადამიანზე ფრინველის ამ ტიპის გრიპის გადაცემის არც ერთი შემთხვევა. თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, H3N8 შეიძლება, ყოფილიყო 1889-1890 წლების ეპიდემიის მიზეზი, რომელმაც 1 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

მანამდე ფრინველის H5N1 გრიპის აფეთქება დაფიქსირდა რუმინეთის ფერმაში ბულგარეთის საზღვართან. ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეპიდემიის აფეთქება ქალაქ ოინაკუში მოხდა. შედეგად 6770 ფრინველი დაიღუპა, დარჩენილი 34000 ინდივიდი გაანადგურეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ძიანგსუში ადამიანი პირველად ფრინველის H10N3 გრიპით დაავადდა.

ექსპერტების აზრით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შესაძლოა, მოხდეს ფრინველის გრიპის გლობალური ეპიდემია, რამაც შეიძლება, მილიარდამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S