Accentnews.ge
ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა

ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა

27/04/2022 08:40:25 მსოფლიო

ავსტრია და ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე თანახმაა, - ამის შესახებ, BBC-ს ცნობით, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარაგების უსაფრთხოებაში დაარწმუნა.

„ჩვენ დავთანხმდით გადახდის პირობებს, იგივე გავაკეთეთ გერმანიაში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამიტომ, პუტინთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა დაგვარწმუნა, რომ გაზის მიწოდება გაგრძელდება და შესაძლებელი იქნება ევროში გადახდაც. ჩვენთვის ეს სიტუაცია არ შეცვლილა“, - განაცხადა კანცლერმა.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სერბეთმა და უნგრეთმაც. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაზის საფასურისთვის გამოყოფილ ევროს „გაზპრომბანკში“ დააკონვერტირებენ რუბლებში.

მოსკოვმა დასავლეთს გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდა უკრაინაში ომის წარმოების შემდეგ მოსთხოვა. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა აცხადებს, რომ ომამდე გაფორმებული ხელშეკრულებები დოლარში და ევროში გადახდას გულისხმობს და პირობების შეცვლას არ თანხმდებიან.

მოგვიანებით, ავსტრიის კანცლერმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისთვის რუბლებში ანგარიშსწორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„ვიდრე აქ, რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV განაგრძობს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში ანგარიშსწორებას. ავსტრია მტკიცედ მიყვება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს“, – წერს ავსტრიის კანცლერი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S