Accentnews.ge
ბულგარეთი რუსეთის ქმედებას "შანტაჟად" აფასებს და "გაზპრომთან" დადებული ყველა კონტრაქტის, მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე, გადახედვას აანონსებს

ბულგარეთი რუსეთის ქმედებას "შანტაჟად" აფასებს და "გაზპრომთან" დადებული ყველა კონტრაქტის, მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე, გადახედვას აანონსებს

27/04/2022 08:22:39 მსოფლიო

ბულგარეთი რუსეთს გაზის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა "გაზპრომის" ქმედება "შანტაჟად" შეაფასა.

"გაზპრომის" მიერ ბულგარეთში გაზის მიწოდების შეწყვეტა გადახდის სქემის შეცვლის მოთხოვნით არის მიმდინარე ხელშეკრულების უხეში დარღვევა და შანტაჟი. ბულგარეთი გადახედავს ყველა თავის კონტრაქტს "გაზპრომთან", მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში, რადგან ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, – განაცხადა კირილ პეტკოვმა.

ბულგარეთი იზიარებს ევროკავშირის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის მოთხოვნებს გაზის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S