Accentnews.ge
„40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების საეტაპო შეხვედრის შემდეგ, რუსეთისთვის ცუდი ამბავი გვაქვს“ – პოდოლიაკი

„40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების საეტაპო შეხვედრის შემდეგ, რუსეთისთვის ცუდი ამბავი გვაქვს“ – პოდოლიაკი

27/04/2022 08:32:16 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთს ცუდი ამბავი აქვს მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ.

„ომის დაწყებისას რუსეთის ერთ-ერთი უცნაური მოთხოვნა იყო უკრაინის „სრული დემილიტარიზაცია“.

მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გუშინდელი საეტაპო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან ცუდი ამბავია: მოცულობა, სიჩქარე, გამარტივებული ლოჯისტიკა, იარაღის გაფართოებული დიაპაზონი - უკრაინა ძლიერდება“,– წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა.

აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს, თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი გენერალია.

უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S