პოლონეთი რუსეთს გაზის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს
27/04/2022 07:57:50 მსოფლიო
პოლონეთი რუსეთს გაზის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.
პოლონური PGNiG ამბობს, რომ გამოიყენებს "მის ხელთ არსებულ ყველა სახელშეკრულებო და იურიდიულ საშუალებას რუსეთის მხრიდან კომპენსაციის მისაღებად".
რუსეთმა პოლონეთში გაზის მიწოდება დღეიდან შეწყვიტა. მიზეზად სახელდება ვარშავას უარი, გადაიხადოს გაზის საფასური რუსულ რუბლში. აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა დასავლეთს გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდა უკრაინაში ომის წარმოების შემდეგ მოსთხოვა. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა აცხადებს, რომ ომამდე გაფორმებული ხელშეკრულებები დოლარში და ევროში გადახდას გულისხმობს და პიროვბების შეცვლას არ თანხმდებიან.


