
ომის 63–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
27/04/2022 08:19:06 ევროპა, მსოფლიო
უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსული ჯარების პირადი შემადგენლობის ჯამური დანაკარგი 22 000–ს გადასცდა,– იუწყება უკრაინის გენშტაბი.
კერძოდ, ოკუპანტების ჯამური სამხედრო დანაკარგი 27 აპრილის მდგომარეობით დაახლოებით ასევ გამოიყურება:
- პერსონალი - 22 400 (+300 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 939 (+21),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 342 (+34),
- საარტილერიო სისტემები - 421 (+5),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 149,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 71 (+2),
- თვითმფრინავი - 185 (+1),
- ვერტმფრენები - 155 (+1),
- გემები / ნავები - 8,
- საავტომობილო ტექნიკა – 1 666 (+23),
- საწვავის ავზები - 76,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 205 207 (+2),
- სპეციალური აღჭურვილობა - 31 (+3).
უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქში 3 დასახლებაზე – შიროკეზე, ლიუბინზე და ნოვოპეტრივკაზე კონტროლი სრულად აღადგინეს.
ამასთან, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ცნობით, ხერსონის ოლქში მტერი წინსვლას ცდილობდა მიკოლაევის სოფლების, ნოვა ზარიასა და ტავრის მიმართულებით, თუმცა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.
ბრიტანული დაზვერვის 27 აპრილის ანგარიშის მიხედვით, უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს მისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე, ხოლო რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურად განადგურება ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობა.
ანგარიშის თანახმად, უკრაინა აგრძელებს რუსული თვითმფრინავების რისკის ქვეშ დაყენებას.
როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რუსული ავიაცია ძირითადად კონცენტრირებულია უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში, სადაც მხარს უჭერს რუსეთის სახმელეთო ძალებს. ხოლო უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით რუსეთს ძალიან შეზღუდული საჰაერო წვდომა აქვს, რაც ზღუდავს შეტევითი ოპერაციების ღრმა დარტყმებს დისტანციური იარაღით.
ანგარიშის მიხევით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ქვეყნის მასშტაბით.
„მარიუპოლზე რუსული ავიაიერიშების უმეტესობა, სავარაუდოდ, უმართავი თავისუფალი ვარდნის ბომბებით განხორციელდება. ეს იარაღი ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რისკს“,– აღნიშნავს დაზვერვა.