Accentnews.ge
პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს

27/04/2022 08:06:02 ევროპა

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს.

როგორც იუწყებიან, პირები პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა გამოავლინა, ხოლო სამხედრო პოლიციამ ისინი დააკავა.

მათ სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„რუსეთის მოქალაქე ქალი და ბელარუსის მოქალაქე კაცი, რომლებიც მოქმედებდნენ რუსული დაზვერვის სახელით პოლონეთის წინააღმდეგ, განახორციელეს მოქმედებები, რომლებიც მიმართული იყო პოლონეთის შეიარაღებული ძალების ფუნქციონირების გამოსავლენად, მათ შორის არმიის ყოფნა პოლონეთ-ბელორუსიის სასაზღვრო ზონაში“, - თქვა პოლონეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა სტანისლავ ჟარინმა.

23 მარტს პოლონეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. საპასუხოდ რუსეთმაც გააძევა პოლონეთის საელჩოს 45 თანამშრომელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S