Accentnews.ge
პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა

პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა

27/04/2022 07:46:55 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა, - იუწყება CNN.

მისი ცნობით, აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს, თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი გენერალია.

უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S