
გერმანიაში ყოფილი კანცლერის შროდერის სანქცირებაზე დაიწყეს საუბარი
27/04/2022 07:51:41 ევროპა
ცალკეულმა პოლიტიკოსები გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“, „მწვანეებიდან“ და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გამოვიდნენ სანქციების გერმანიის ყოფილ კანცლერ, ვლადიმირ პუტინის მეგობარად აღქმულ გერჰარდ შროდერზე გავრცელების მოწოდებით, იმის გამო, რომ ის არ ცვლის პოზიციას რუსეთის მიმართ და აგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებთან,– იუწყება Tagesspiegel
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ პრეზიდიუმის წევრმა მორიც კერნერმა აღნიშნა, ყოფილი კანცლერი უკვე იმსახურებს ადგილს ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის სანქცირებული ადამიანების სიაში, რადგან ის უფრო „კრემლის წარმომადგენელია, ვიდრე გერმანიის შიდა პოლიტიკის“.
მსგავსი პოზიცია აქვს „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის“ წევრ როდერიხ კიზევეტერსაც:
„ის, რომ შროდერი ჯერ კიდევ არ დაშორებულა პუტინს და რუსეთს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად „მყარია“ ის მათ სამსახურში... ამდენად, ღირს საუბარი სანქციებზე პუტინის მთელი გარემოცვის წინააღმდეგ, მათ შორის – შროდერის“.
დეპუტატმა „მწვანეებიდან“ რაინჰარდ ბუტიკოფერმა ასევე მოითხოვა სანქციების განხილვა შროდერისა და სხვა ყოფილი ევროპელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც „პუტინს მიეყიდნენ“.
მისი აზრით, შრედერს უნდა ჩამოერთვას კანცლერობასთან დაკავშირებული ოფიციალური ნიშნები და გაირიცხოს „თავისუფალი დემოკრატებიდან“.
შროდერი არის რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ის წარადგინეს „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში.
შროდერი გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უარი თქვა მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გაწყვეტაზე პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ. შროდერის პოზიციების გამო თანამდებობა მის ოფისში რამდენიმე პირმა დატოვა.
New York Times–ისთვის მიცემულ გრძელ ინტერვიუში შროდერმა დაიცვა რუსეთთან თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობას უკრაინაში ომის მიუხედავად. მან ასევე განაცხადა, რომ არ სჯერა პუტინის პირადი ჩართულობის ბუჩას ომის დანაშაულებში და ასევე თვლის, რომ „თავად პუტინი დაინტერესებულია ომის რაც შეიძლება მალე დამთავრებით, მაგრამ ეს არც ისე ადვილია“.