მედია – რუსეთის 3 რეგიონში აფეთქებების თაობაზე იუწყებიან
27/04/2022 07:34:41 მსოფლიო
რუსეთის 3 რეგიონში აფეთქებების თაობაზე იუწყებიან, – იტყობინება CNN ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსული მედიაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აფეთქებები დღეს დილით უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდში, კურსკსა და ვორონეჟში მოხდა.
"ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბრძოლო მასალების საცავი იწვის. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. არ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", –აცხადებს ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თქმით, "კურსკის რაიონში მოსახლეობამ ადგილობრივი დროით 2:45 საათზე აფეთქებების ხმა გაიგო. აფეთქებების დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ მას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია".
გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ვორონეჟის შილოვოს რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო. „ამჟამად შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფი", – იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ მოხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთის უცნობია.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს უკრაინა საწვავის საცავებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებაში. უკრაინის სამთავრობო უწყებების თქმით, რუსული მხარის ბრალდებები "ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებას" ისახავს მიზნად.


