უკრაინის სამხრეთის სარდლობა: "კუნძულ ზმეინიზე მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემა გავანადგურეთ"
27/04/2022 07:10:00 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიზე მტრის პოზიციებს შეუტიეს, შევიდნენ საკონტროლო ოთახში და საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


