
„უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს საკუთარი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე“ - ბრიტანული დაზვერვა
27/04/2022 07:12:18 ევროპა
უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს მისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე, ხოლო რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურად განადგურება ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობა,– ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის 27 აპრილის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინა აგრძელებს რუსული თვითმფრინავების რისკის ქვეშ დაყენებას.
როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რუსული ავიაცია ძირითადად კონცენტრირებულია უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში, სადაც მხარს უჭერს რუსეთის სახმელეთო ძალებს. ხოლო უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით რუსეთს ძალიან შეზღუდული საჰაერო წვდომა აქვს, რაც ზღუდავს შეტევითი ოპერაციების ღრმა დარტყმებს დისტანციური იარაღით.
ანგარიშის მიხევით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ქვეყნის მასშტაბით.
„მარიუპოლზე რუსული ავიაიერიშების უმეტესობა, სავარაუდოდ, უმართავი თავისუფალი ვარდნის ბომბებით განხორციელდება. ეს იარაღი ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რისკს“,– აღნიშნავს დაზვერვა.