Accentnews.ge
რუსეთი ყინულის ჰოკეის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვეღარ უმასპინძლებს

რუსეთი ყინულის ჰოკეის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვეღარ უმასპინძლებს

27/04/2022 07:08:46 მსოფლიო

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) გადაწყვეტილებით, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი აღარ უმასპინძლებს. ტურნირის გამართვა სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის მაისში იყო დაგეგმილი.

ალტერნატიული მასპინძელი ქვეყანა მომავალ თვეში გამოვლინდება.

"გადაწყვეტილება ღონისძიების გადატანის შესახებ მიღებულ იქნა, პირველ რიგში, ყველა მონაწილე მოთამაშის, ოფიციალური პირის, მედიისა და გულშემატკივართა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გამო", - ნათქვამია IIHF-ის განცხადებაში.

თებერვალში IIHF-მა რუსეთისა და ბელორუსიის ეროვნულ და საკლუბო დონის გუნდებს IIHF-ის შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა, ასევე ჩამოართვა რუსეთს 2023 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S