რუსულმა ძალებმა ოდესის ხიდზე სარაკეტო იერიში კვლავ განახორციელეს
27/04/2022 06:56:20 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო და საგზაო ხიდზე სარაკეტო თავდასხმა კვლავ განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის სარკინიგზო ქსელის თავმჯდომარემ ალექსანდრ კამიშინმა განაცხადა.
„დღეს მეორე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა იმავე ხიდზე დნესტრის შესართავთან, ოდესის ოლქში“, - აღნიშნა კამიშინმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად რკინიგზის თანამშრომლები არ დაშავებულან.
ცნობისათვის: რუსულმა ძალებმა ხიდზე, რომელიც ქალაქ ოდესას უკრაინის სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს, სარაკეტო თავდასხმა გუშინაც განახორციელეს.


