"დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობს"
27/04/2022 06:52:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის არმია მზად არის რუსული ძალების მიერ მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიიდან სიტუაციის შესაძლო ესკალაციისთვის და დნესტრისპირეთში მყოფი რუსი სამხედროების არ ეშინიათ.
"დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს რუსეთი, რომელიც ამით მოლდოვას აჩვენებს, რომ თუ მხარს უკრაინას დაუჭერს, სხვა ნაბიჯებიც იქნება", – განაცხადა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: რატომ არის დნესტრისპირეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი


