Accentnews.ge
"ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატო-ს იარაღით აღჭურვა, თავდაპირველად ჰაუბიცები ჩამოგვივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია"

"ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატო-ს იარაღით აღჭურვა, თავდაპირველად ჰაუბიცები ჩამოგვივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია"

27/04/2022 05:54:11 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ფუნდამენტურად ახალ ფაზაში გადადის, ხდება სამხედრო ძალების აღჭურვა ნატო-ს შეიარაღებით.

"გადავედით სრულად ახალ ფაზაში, რასაც 2 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. გადავედით ფუნდამენტურად ახალ ფაზაში, რომელზეც არც გვიოცნებია, ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატო-ს იარაღით აღჭურვა", - განაცხადა მან.

კულებამ აღნიშნა, რომ ეს ყოველივე პატარა ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით დაიწყო, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დარწმუნება, გადაედგა ეს ნაბიჯი.

"თავდაპირველად ჰაუბიცები (საარტილერიო იარაღი) ჩამოგვივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრად მეტი ჩამოვა. ეს ისტორიული მომენტია, ეს ისტორიული შემობრუნების წერტილია", - განაცხადა კულებამ.

რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას შეიარაღებას აშშ, ევროკავშირი და მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნები აწვდიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S