რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საცავი იწვის
27/04/2022 05:36:29 მსოფლიო
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბრძოლო მასალების საცავი იწვის.
ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. არ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, – განაცხადა გუბერნატორმა.


