Accentnews.ge
გაერო: "პუტინი "აზოვსტალიდან" მოქალაქეების ევაკუაციაში გაერო–სა და "წითელი ჯვრის" ჩართულობას პრინციპში დასთანხმდა"

გაერო: "პუტინი "აზოვსტალიდან" მოქალაქეების ევაკუაციაში გაერო–სა და "წითელი ჯვრის" ჩართულობას პრინციპში დასთანხმდა"

26/04/2022 18:36:28 მსოფლიო

გაერო–ს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში გერო–სა და "წითელი ჯვრის" ჩართულობას პრინციპში დასთანხმდა".

ამის შესახებ გაერო–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ პუტინისა და გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

"ანტონიო გუტერეშმა კვლავ გაიმეორა გაერო–ს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ [გუტერეშმა და პუტინმა] განიხილეს წინადადებები ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუტერეში პუტინს დღეს მოსკოვში შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S