Accentnews.ge
უკრაინის გენერალური შტაბი: "დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი"

უკრაინის გენერალური შტაბი: "დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი"

26/04/2022 17:49:12 მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

„მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნაში, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე“ , - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ "რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა „სტუმრებს“ უნდა ელოდოს".

ამჟამად დნესტრისპირეთში 1500-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

25 აპრილს ტირასპოლში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში დღის მეორე ნახევარში აფეთქებები მოხდა, მეორე დღეს კი ტელემაუწყებლის ანძა ააფეთქეს. ცოტა ხნის წინ კი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი აფეთქების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საუბარია სოფელ პარკანის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილზე.

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვას უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ ცნობებს უცნობი წყაროებიდან.

ოთხი დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ, სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

იხილეთ ასევე: რატომ არის დნესტრისპირეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S