მედია - რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
26/04/2022 17:04:51 მსოფლიო
რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა - იუწყება პოლონური გამოცემა Onet.pl პოლონეთის მთავრობისა და პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია „PGNiG“-ზე დაყრდნობით.
როგორც ქვეყნის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, "პოლონეთში გაზის დეფიციტი არ იქნება".
„პოლონეთს აქვს გაზის საჭირო რეზერვები და მიწოდების წყაროები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავს - ჩვენ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან. ჩვენი საწყობების 76% სავსეა. პოლონურ სახლებში გაზის დეფიციტი არ იქნება“, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.


