Accentnews.ge
"ლავროვის განცხადება ბირთვულ ომზე სრულიად უპასუხისმგებლოა"

"ლავროვის განცხადება ბირთვულ ომზე სრულიად უპასუხისმგებლოა"

26/04/2022 16:57:22 მსოფლიო

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება ბირთვულ ომზე "სრულიად უპასუხისმგებლოა".

"ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ლიდერი ატომური იარაღის შესახებ მუქარის შემცველ გაზვიადებულ განცხადებებს აკეთებს, ამას ყველა სერიოზულად იღებს", – განაცხადა ამერიკელმა გენერლმა.

მისი თქმით, აშშ-ის არმია აკვირდება რუსეთის ბირთვულ საფრთხეს "მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად".

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S