Accentnews.ge
"აშშ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზებს იკვლევს"

"აშშ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზებს იკვლევს"

26/04/2022 16:10:34 მსოფლიო

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზებს იკვლევს.

მისი თქმით, ვაშინგტონი მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

25 აპრილს ტირასპოლში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში დღის მეორე ნახევარში აფეთქებები მოხდა, მეორე დღეს კი ტელემაუწყებლის ანძა ააფეთქეს. ცოტა ხნის წინ კი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი აფეთქების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საუბარია სოფელ პარკანის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილზე.

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვას უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ ცნობებს უცნობი წყაროებიდან.

ოთხი დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ, სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

იხილეთ ასევე: რატომ არის დნესტრისპირეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S