მოსკოვი "კიევში გადაწყვეტილებების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებზე თავდასხმით" იმუქრება
26/04/2022 15:54:29 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "კიევში გადაწყვეტილებების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებზე თავდასხმით" იმუქრება, თუკი "მათი პროვოკაციების შედეგად უკრაინა რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებს განახორციელებს", - ასე გამოეხმაურა უწყება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯეიმს ჰიპის განცხადებას დასავლური იარაღის გამოყენებით უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე შესაძლო შეტევების "კანონიერების" თაობაზე.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაშია საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად. უკრაინაში მდებარე გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებში მყოფი ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი მრჩევლები მსგავსი დარტყმების განხორციელების შემთხვევაში არაა აუცილებელი, პრობლემას წარმოადგენდნენ" - აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა მსგავსი მუქარა ადრეც გააჟღერა. თუმცა ნამდვილად იმყოფებიან თუ არა ხსენებულ ცენტრებში უცხოელი მრჩევლები - უცნობია.


