Accentnews.ge
კიევში რუსი და უკრაინელი ხალხის "მეგობრობის მონუმენტის“ დემონტაჟი დაიწყეს

კიევში რუსი და უკრაინელი ხალხის "მეგობრობის მონუმენტის“ დემონტაჟი დაიწყეს

26/04/2022 15:23:41 მსოფლიო

კიევში რუსი და უკრაინელი ხალხის “მეგობრობის მონუმენტის“ დემონტაჟი დაიწყეს. რაც შეეხება თაღს, რომლის ქვეშაც მონუმენტია განთავსებული, მას სახელს შეუცვლიან და უკრაინის დროშის ფერებში გაანათებენ.

"იცით რა არის სიმბოლური? როდესაც სკულპტურის ამწით აწევა ვცადეთ, რუს მუშას თავი მოსძვრა. მოდით, შევუცვალოთ სახელი თაღს - ძველი სიმბოლოები ახალ მნიშვნელობას მიიღებენ. ჩვენ მას უკრაინის ფერებში გავანათებთ“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

დნეპრის სანაპიროზე მონუმენტი 1982 წელს დაიდგა.

ცნობისთვის: რუსეთი ამჟამად დონბასის აღებას ცდილობს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S