ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
26/04/2022 13:20:04 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0368 ლარი ეღირება, ევრო – 3.2473 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8637 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0358 ლარი ღირდა, ევრო – 3.3105 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.9693 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


