ერდოღანი – პუტინს: "უკრაინა–რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს"
26/04/2022 12:14:35 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
"ერდოღანმა თავის პუტინს უთხრა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს. პუტინთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა კვლავ შესთავაზა პუტინს, მზადაა, უმასპინძლოს რუსეთ–უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას. თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური მუშაობისა და ევაკუაციის უსაფრთხო გზით განხორციელების მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა შეაჩეროს მოვლენების ისეთი გზით მიმდინარეობა, რომელიც აზიანებს ყველას", – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ოფისში.
კრემლმა დაადასტურა, რომ ორმა ლიდერმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა. თუმცა საუბრის სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


