რუსეთის ქალაქ ულიანოვსკთან უცნობმა პირმა საბავშვო ბაღში ცეცხლი გახსნა
26/04/2022 11:52:23 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ულიანოვსკის მახლობლად მდებარე საბავშვო ბაღში უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ორი ბავშვი და ძიძა.
რუსული მედიის ცნობით, მოგვიანებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
როგორც Baza იტყობინება, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია ორლულიანი თოფი, რომელიც რეგისტრირებულია 68 წლის ალექსანდრ დრონინის სახელზე, მაგრამ ჯერ–ჯერობით არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ის თავად იყო თავდამსხმელი.
თავდასხმის მოტივი და მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.


