Accentnews.ge
სანქცირებული რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე– პრეზიდენტი ღარიბაშვილს თბილისში შეხვდა

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე– პრეზიდენტი ღარიბაშვილს თბილისში შეხვდა

26/04/2022 10:26:05 პოლიტიკა

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მისი მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

"ბოლოს ბიძინა ივნიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“,– განაცუცხადა „ფორმულას“ ოლიგარქმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი "გაიხსენა": „ა, კი, ვილაპარაკეთ დასვენების [ალი უზდენოვის] საკითხზე“.

მისივე თქმით, „საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას კითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი“.

ოლიგარქი ირწმუნება, რომ ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ოლიგარქი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. საუბარში ახსენებენ რუსი ოლიგარქის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

მმართველ გუნდში წინასწარ უწოდეს ჩანაწერს „ფეიკი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S