Accentnews.ge
უკრაინული დაზვერვა – ФСБ-ს ჩეჩნური ფილიალი აგროვებს ინფორმაციას პატიმრების შესახებ, რათა უკრაინაში საომრად გაგზავნოს

უკრაინული დაზვერვა – ФСБ-ს ჩეჩნური ფილიალი აგროვებს ინფორმაციას პატიმრების შესახებ, რათა უკრაინაში საომრად გაგზავნოს

26/04/2022 10:03:30 მსოფლიო

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ჩეჩნური ფილიალი აგროვებს ინფორმაციას პატიმრების შესახებ, რათა უკრაინაში საომრად გაგზავნოს.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში გასაგზავნ პატრიმართა სიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნათესავებიც არიან.

"ФСБ-ს თანამდებობის პირების მიმოწერა შეიცავს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების მიწოდების მოთხოვნას – დაუყოვნებლივ შეაგროვეთ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შესახებ უკრაინაში სპეცოპერაციაში შემდგომი ჩართვისთვის:

  • პირობით მსჯავრდებული;
  • მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის;
  • მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა;
  • მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

ჩეჩენი ოპოზიციონერების თქმით, მსგავს ქმედებებს ორი მიზანი აქვს. პირველ რიგში, შეავსონ ქვედანაყოფების „ადამიანური რესურსები“, ვინაიდან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინელ დამცველებთან ბრძოლებში. მეორე, ჩაახშონ ნებისმიერი პროტესტი თავად ჩეჩნეთში. დღეს იქ გავრცელებულია ოპოზიციონერების ნათესავების დაგმობის პრაქტიკა. ახლა მათ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იძულებითი გადასახლებით ემუქრებიან",- ნათქვამია უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცნობილი ჩეჩენი ოპოზიციონერი ლიდერის ჰასან ხალიტოვის ძმა ფრონტის ხაზზე მდებარე ერთ-ერთ ქვედანაყოფში უკვე გადაიყვანეს. ხალიტოვის სხვა ნათესავები გაიტაცეს და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S