Accentnews.ge
ზელენსკიმ სიმამაცისთვის ქართველი მებრძოლები დააჯილდოვა

ზელენსკიმ სიმამაცისთვის ქართველი მებრძოლები დააჯილდოვა

26/04/2022 09:43:25 პოლიტიკა, საზოგადოება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლები, მათ შორის ქართველებიც დააჯილდოვა.

„სიმამაცისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით სხვებთან ერთად დააჯილდოვეს უკრაინაში მებრძოლი ქართველი წყვილი – გელა ბეგლარიშვილი და რუსუდან ივანეიშვილი. ხოლო ანდრია ღარიბაშვილსა და რუსლან გოგუას „სიმამაცისთვის“ მესამე ხარისხის ორდენები გადაეცათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქართველი მებრძოლების დაჯილდოების პირველი შემთხვევა არ არის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეთა ჯგუფებში ასობით ქართველი იბრძვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S