Accentnews.ge
„ესვრიან, კიდურებს ამტვრევენ“: SBU უკრაინელი ტყვეების წამების შესახებ ჩანაწერს აქვეყნებს

„ესვრიან, კიდურებს ამტვრევენ“: SBU უკრაინელი ტყვეების წამების შესახებ ჩანაწერს აქვეყნებს

26/04/2022 09:27:21 ევროპა, მსოფლიო

რუსები განაგრძობენ საერთაშორისო წესების უხეშ დარღვევას სამხედრო ტყვეებთან მიმართებით,– აღნიშნავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფლობენ მტკიცებულებებს უკრაინელი მამაკაცებისა და ქალების წამების თაობაზე, რომელთაც მიმართავენ როგორც ოკუპირებულ, ისე რუსეთის ტერიტორიებზე.

უსაფრთხოების სამსახურს ერთ–ერთ მაგალითად, სავარაუდოდ რუსი ოკუპანტისა და რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლის სატელეფონო საუბარი მოჰყავს.

"ორი დაიჭირეს. ჩვენზე უმცროსები... დავუწყეთ ჩხვლეტას, მაგრამ ვერაფერი. ერთი ტყეში წავიყვანეთ, მეორეს დავკითხავთ. დახვრიტეს...ფეხი საბურავის ქვეშ დავადებინეთ, გადავუარეთ...“ყვება ოკუპანტი თავის "გამოცდილებას".

მისი თანამოსაუბრე პასუხობს, რომ მასაც ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ „არ შეუძლია“.

ის რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ტყვეების წამებას "მიღებას" უწოდებს, რის შემდეგაც "ბიჭებს დამტვრეული კიდურებით საავადმყოფოში აგზავნიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S