Accentnews.ge
ომბუდსმენი - შეწყალებაზე: „თუ არ გვექნება მეტი ინფორმაცია, ეს უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი“

ომბუდსმენი - შეწყალებაზე: „თუ არ გვექნება მეტი ინფორმაცია, ეს უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი“

19/09/2019 13:50:08 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, პრეზიდენტმა ან მისმა ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, რა პროცესი გაიარა, ვინ იყო ინიციატორი და რა არგუმენტაცია ედო საფუძვლად შეწყალებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.  

„ვფიქრობ, ის განმარტება, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი. ვფიქრობ, რომ მან ან ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დამატებით არგუმენტები, რა პროცესი გაიარა ამ შეწყალებამ, ვინ იყო ინიციატორი და რა არგუმენტაცია ედო საფუძვლად ამ შეწყალებას. მართალია, შეწყალება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მაგრამ ასევე ადამიანის უფლებათა სამართალი და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ამბობს, რომ სიცოცხლის უფლების მოსპობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს ადეკვატური და სასჯელი არ უნდა იყოს არაგონივრულად ლმობიერი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, როდესაც სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პირის შეწყალება ხდება მაშინ, როდესაც მას არ აქვს მოხდილი საკმარისი რაოდენობა წლების, ეს ფაქტობრივად უთანაბრდება არაგონივრულად ლმობიერ სასჯელს.

„როდესაც სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პირის შეწყალება ხდება მაშინ, როდესაც მას არ აქვს მოხდილი საკმარისი რაოდენობა წლების, ეს ფაქტობრივად უთანაბრდება არაგონივრულად ლმობიერ სასჯელს და იმას, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქის სიცოცხლის უფლება და დამნაშავემ არ აგო პასუხი ისე, როგორც ეს უნდა ყოფილიყო სამართლიანი პროცესის შემთხვევაში. ამიტომ, თუ არ გვექნება ჩვენ მეტი ინფორმაცია და პრეზიდენტი არ წარმოადგენს უფრო მეტ ინფორმაციას, რა არგუმენტაციას ეყრდნობოდა და რა პროცესი გაიარა მან ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ეს უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი იხსენებს, რომ როდესაც ის იყო შეწყალების კომისიის წევრი, არაერთგზის დაწყებულა გამოძიება ცალკეული პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რასთან დაკავშირებიაც მას ახსნა-განმარტებები მიცემული აქვს:

„მე მახსოვს, როდესაც ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი, არაერთგზის დაწყებულა გამოძიება ცალკეული პირების საჯარო განცხადებების შემდეგ და მე, როგორც კომისიის წევრი, მივსულვარ და მიმიცია ახსნა-განმარტება გარკვეული ბრალდებების თაობაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით“.  

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის სამი მკვლელობსთვის მსჯავრდებული, ხოლო ერთი ძებნილია. საზოგადოებრივი მღელვარების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა არ განმარტავს, რა არგუმენტაციას დაეყრდნო აქტის გამოცემისას.  

იხილეთ ასევე: ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი: არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S