Accentnews.ge
ომის 62–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 62–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

26/04/2022 08:23:45 ევროპა

უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსული ჯარების პირადი შემადგენლობის ჯამური დანაკარგი 22 000–ს გადასცდა,– იუწყება უკრაინის გენშტაბი.

კერძოდ, ოკუპანტების ჯამური სამხედრო დანაკარგი 26 აპრილის მდგომარეობით დაახლოებით ასევ გამოიყურება:

  • პერსონალი - 22100 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 918 (+34),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2308 (+50),
  • საარტილერიო სისტემები - 416 (+5),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 149,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 69,
  • თვითმფრინავი - 184 (+3),
  • ვერტმფრენები - 154,
  • გემები / ნავები - 8,
  • საავტომობილო ტექნიკა – 1643 (+77),
  • საწვავის ავზები - 76,
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 205 (+4),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 31 (+3).

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის სამხრეთით – რუსული ძალები ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან სლავიანსკსა და კრამატორსკში წინსვლას ცდილობენ.

უწყების ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ძალები ზაპოროჟიეში თავდაცვას ამზადებენ რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის სამხრეთიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S