
ჯეიმს ჰიპი: „უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, ობიექტებს რუსეთში შეუტიოს“
26/04/2022 08:12:16 ევროპა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივანმა ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ უკრაინას "სრულიად ლეგიტიმურად" შეუძლია, შეტევა რუსეთის ობიექტებზე განახორციელოს,– ამის შესახებ მან, The Guardian–ის ცნობით, Times Radio–ს ეთერში განაცხადა.
„საქმე იმაშია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა საკუთარი საზღვრების ფარგლებში, შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა ამ საზღვრების დარღვევა და 130 000 ჯარისკაცის გაგზავნა მათ ქვეყანაში.
ეს იყო ომის დასაწყისში, ხოლო ომში უკრაინამ სიღრმეში უნდა მიაყენოს დარტყმა მოწინააღმდეგეს, რათა შეუტიოს მის ლოჯისტიკურ ხაზებს, საწვავის მარაგებს, საბრძოლო მასალის საცავებს. ეს ომის ნაწილია“, - განაცხადა ჯეიმს ჰიპიმ.
მისი თქმით, უკრაინისთვის სრულიად ლეგიტიმურია, სამიზნეები რუსეთის სიღრმეში ამოიღოს, რათა ჩამოშალოს ლოჯისტიკა, რომელიც, სხვა შემთხვევაში პირდაპირ შეუწყობს ხელს უკრაინის მიწაზე მკვლელობებსა და ხოცვა-ჟლეტას.