
"რუსებმა ქალაქ პოპასნოეში ჯოჯოხეთი მოაწყვეს!" – მერი
26/04/2022 07:56:41 ევროპა
რუსებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნოეში ჯოჯოხეთი მოაწყვეს - ასე აფასებს ადგილზე შექმნილ ვითარებას ქალაქის მერი მიკოლა ხანატოვი.
ადგილზე ამ წუთებშიც ისვრიან და სახმელეთო ბრძოლებიც მიმდინარეობს.
"ოკუპანტებმა პოპასნოეში ჯოჯოხეთი მოაწყვეს! ისვრიან ყველანაირი იარაღიდან: მუშაობს ავიაცია, არტილერია, მიმდინარეობს სახმელეთო ბრძოლებიც. ხალხი სარდაფებშია ბლოკირებული. ცდილობენ მარაგისთვის შეიტანონ საკვები და წყალი. აგრესორს პოპასნოეზე კონტროლის დამყარება სურს",- ამბობს პოპასნოეს მერი.
პოპასნოეს მერი ამბობს, რომ რუსები ანგრევენ ყველა მაღალსართულიან კორპუსს და მთელ კერძო სექტორს ანადგურებენ.