Accentnews.ge
"უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სტრატეგიული მარცხი იყოს"

"უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სტრატეგიული მარცხი იყოს"

26/04/2022 06:59:00 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასავლეთი უზრუნველვყოფს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სტრატეგიული მარცხი იყოს.

"ევროპაში რუსეთის აგრესიას ჩვენ ვუყურებთ როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია სტრატეგიული მარცხი იყოს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ამსახველმა სურათებმა შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. ორი კვირის წინ ვიმყოფებოდი ბუჩაში, რომელიც განადგურებულია რუსეთის ძალების მიერ. უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება და მკვლელობა, საზღვრების ძალის გამოიყენებით შეცვლა, თავისუფალი ხალხის ნების დამორჩილება, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა", – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის: რუსეთი ამჟამად დონბასის აღებას ცდილობს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S