Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები

ბრიტანული დაზვერვა – აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები

26/04/2022 06:40:03 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები.

"გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის სამხრეთით, რადგან რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

მისი ცნობით, "უკრაინული ძალები ზაპოროჟიეში სამხრეთიდან რუსეთის პოტენციური თავდასხმის ფონზე თავდაცვისთვის ემზადებიან".

ცნობისთვის: რუსეთი ამჟამად დონბასის აღებას ცდილობს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S