Accentnews.ge
აშშ დღეს პარტნიორებთან ერთად  უკრაინისთვის კოორდინირებულ სამხედრო დახმარებას განიხილავს

აშშ დღეს პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის კოორდინირებულ სამხედრო დახმარებას განიხილავს

26/04/2022 04:38:34 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი დღეს, 26 აპრილს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეხვდება თავდაცვის მინისტრებს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, რათა განიხილონ უკრაინის მიმდინარე და მომავალი თავდაცვითი საჭიროებები.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაცია და სინქრონიზაცია. გენერალ მილის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატებისთვის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.

24 აპრილს, კიევში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მთავრობის წევრებს დაუდასტურეს, რომ დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S