"რუსეთმა აჩვენა, რა შეიძლება მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს"
25/04/2022 21:07:11 მსოფლიო
რუსეთმა აჩვენა, რა შეიძლება მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ბუჩა, ბოროდიანკა, გოსტომელი, ოხტირკა, ჩერნიჰივი და სუმი, იზიუმი, ხარკივი, ვოლნოვახა, ზოლოტიე, სევეროდონეცკი, რუბიჟნე, პოპასნა და მარიუპოლი ... რაკეტები ოდესასა და კრამატორსკში, ჟიტომირში, ლვივში, კრემენჩუკსა და კრივი რიხში...
რუსეთმა აჩვენა, რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში. რა შეუძლია მან მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის მტრებად.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მრავალი მიმართულებით დაიწყო შეტევა. სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები - ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს. ეს ნიშნავს ჩვენს მოკვლას, უკრაინელების მოკვლასა და ჩვენი მიწის განადგურებას" - განაცხადა ზელენსკიმ.


