Accentnews.ge
ილონ მასკი Twitter-ს $44 მილიარდად იყიდის

ილონ მასკი Twitter-ს $44 მილიარდად იყიდის

25/04/2022 20:09:46 მსოფლიო

მილიარდერმა ილონ მასკმა მიაღწია შეთანხმებას ტვიტერის 44 მილიარდამდე დოლარის ოდენობით შესასყიდად - აცხადებს კომპანია.

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ამბობდა, რომ ტვიტერის შესყიდვა სურდა იმიტომ, რომ ის, მისი აზრით, სათანადოდ ვერ ასრულებდა "თავისუფალი სიტყვის" პლატფორმის პოტენციურ ფუნქციას. მასკის თქმით, ტვიტერი უნდა გადაკეთდეს კერძო კომპანიად, რათა მას მომხმარებელი ენდოს და უკეთ ემსახუროს თავისუფალი სიტყვის, მისი თქმით, "საზოგადოებრივ იმპერატივს".

ტვიტერი აცხადებს, რომ შესყიდვის აქტის დასრულების შემდეგ ის გახდება კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანია.

"ტვიტერს აქვს მიზანი და საჭიროება, რომელიც მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას" - წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი ტვიტერზე და დასძენს: "ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდებით და შთამაგონებს სამუშაო, რომელიც არასოდეს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S