
პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
25/04/2022 19:14:31 ევროპა
პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
"დიახ" - ასე უპასუხა მორავიეცკიმ კითხვას, პოლონეთმა თუ გაგზავნა, ან თუ გაგზავნის ტანკებს უკრაინაში.
მან უარი თქვა დეტალების, მათ შორის გაგზავნილი ტანკების რაოდენობის დაკონკრეტებაზე.
მორავიეცკის ჰკითხეს, კვლავაც თუ განიხილება უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა:
"ამის საჭიროება არ არსებობს, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, ასეთი თხოვნა არ მიგვიღია".
უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეტი იარაღი, განსაკუთრებით მძიმე შეიარაღება, იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში.