დნესტრისპირეთში ჭურვი მოხვდა უშიშროების შენობას
25/04/2022 19:09:01 მსოფლიო
მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის ქალაქ ტირასპოლში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, შენობას ცეცხლი გაუხსნეს ანტისატანკო ხელის დანადგარიდან, დაშავებულები არ არიან. მიმდებარე ტერიტორია მილიციის თანამშრომლებს აქვთ იზოლირებული.
"ადგილზე მუშაობენ ოპერატიული საგამოძიებო ჯგური, გამნაღმველები, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ექიმები და სხვა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები" - იუწყება "თავდაცვის სამინისტრო".
მანამდე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი „ვერ ხედავენ“ დნესტრისპირეთში ესკალაციის რისკებს და ისწრაფვიან „საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ“.
"ვერ ვხედავთ რისკებს. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: მხარს ვუჭერთ დნესტრისპირეთის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას, მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობასა და ამ რეგიონს მის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
სამი დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.
"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ, სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევმა.
მოლდოვამ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დნესტრისპირეთზე რეალური კონტროლი დაკარგა, როცა რეგიონის სეპარატისტმა ლიდერებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამას მოჰყვა 1992 წლის ომი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.
ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის 1400-მდე სამხედრო იმყოფება.


