Accentnews.ge
ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

25/04/2022 18:56:42 საზოგადოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისს დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად.

ოპოზიციური პაარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო ზურაბიშვილო, ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა მე თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა ერთხელ, თქვენ იცით, მინიმუმ ძალიან კონტროვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში...

როდესაც თქვენ ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით როდესაც იმ მდგომარეობაში, რა მდგომაფრეობაში, რაშიც ის პირველივე დღეს ჩააგდეს. როდესაც აქ სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ და სხვა ციხეებთანაც უწყობდნენ აქციებს, ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად. ეს ყველაფერი ხომ ქალბატონო სალომე, თქვენ იცით.

თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი. ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტარით თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ", - მიმართა მელიამ პრეზიდენტს.

14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ აპირებს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა სააკაშვილი ციხეში მოინახულეს, დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა კი უსაფუძვლო უწოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S