პუტინი – დასავლეთის შეზღუდვებზე: "ეს სასანქციო აგრესიაა"
25/04/2022 15:57:32 მსოფლიო
დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი "სასანქციო აგრესიას" უწოდებს და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესი მუშაობას განაგრძობს.
"ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად და ფასეულად წარმოაჩენს... პატარა და საშუალო კომპანიებმა პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს და პირდაპირ სასანქციო აგრესიით მიღებული ბარიერის წინაშე აღმოჩნდნენ", - ირწმუნება პუტინი.
ის რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ მოქალაქეებმა სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.
პუტინი საუბრობს სოციალური დახმარების ისეთი მექანიზმის აუცილებლობაზე, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს:
"ვისაუბროთ ასევე პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზეც. რუსეთის ეკონომიკას შესაძლებლობა აქვს, ახალ რეალობაში იმუშაოს სტაბილურად და შეუფერხებლად".


